რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ ის არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში ვერ მოვა. ის რომ რადიკალურ ოპოზიციას ამის ილუზორული იმედი აქვს, მიზეზი ხელისუფლებასთან პოლემიკაში ჩართული აშშ -ის საელჩოა - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე "კვირის პალიტრასთან" ვრცელ ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, ქართველ ხალხში რევოლუციურ სცენარს, რომელიც ისედაც ჩავარდნილია, მხარდაჭერა არ აქვს და ოპოზიციამ ბოროტ განზრახვას თავი უნდა დაანებოს.
"ის რომ რადიკალურ ოპოზიციას ამის ილუზორული იმედი აქვს, მიზეზი ხელისუფლებასთან პოლემიკაში ჩართული აშშ -ის საელჩოა. როდესაც საელჩომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა, ამით დიპლომატიური სივრციდან გავიდა. ეს მაშინ, როცა ყველა საერთაშორისო მისიამ და დამკვირვებელმა ცნო და აღიარა, რაღაც დროის შემდეგ კი ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ ეჭვქვეშ დააყენა", - აცხადებს დავით მაღრაძე.