კლინიკა "ვივამედი" ამერიკელმა სასამართლო ექსპერტმა უკვე დატოვა. მან ყოფილ პრეზიდენტს ფსიქიატრიული გამოკვლევა ჩაუტარა.
"მან ჩაუტარა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, დიქტოფონზე მოახდინა მისი საუბრის ჩაწერა და შესაბამის კითხვებს უსვამდა. მეორე ნაწილი უკვე იქნება ტესტირების ჩატარება,"- აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
სააკაშვილის დედა კი დარწმუნებულია, რომ უცხოელი ექსპერტებისგან წარმოდგენილი იქნება ობიექტური დასკვნა.
"დარწმუნებული ვარ, რომ უცხოელი ექსპერტებისგან წარმოდგენილი იქნება ობიექტური დასკვნა, რომლის საფუძველზეც ჩვენი ექსპერტები მიიღებენ გადაწყვეტილებას,"- განაცხადა გიული ალასანიამ.
ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გაეროს სასამართლო ექსპერტი იმყოფება, ის ქვეყანაში ცენტრ ემპათიის მოწვევით იმყოფება.