21 დეკემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, რადგან ეს ომი რუსეთმა არ უნდა მოიგოს, უკრაინას დავეხმარებით იარაღით, ფინანსურად და ჰუმანიტარული კუთხით - შვედეთის პრემიერ-მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება დღეს შვედეთში იმყოფებოდა, სადაც ის შვედ კოლეგასა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

ერთობლივ კონფერენციაზე ითქვა, რომ მათ ისაუბრეს უკრაინაშიო ომის მიმდინარეობაზე და ასე თუ რითი დაეხმარება უკრაინას შვედეთი. 

"ჩვენ ყველანი ერთიანი უნდა ვიყოთ და მოვითხოვოთ რუსი სამხედროების გასვლა ზაპოროჟიეს ატომური სადგურიდან. რუსეთი ცდილობს თავისი აქ ყოფნის ლეგიტიმიზაცია მოახდინოს. თუ რუსული ძალები დატოვებენ ობიექტს, ეს იქნება ერთადერთი გზა ელექტროსადგურის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ რუსეთი მოლაპარაკებისა და მშვიდობის გზას არ ეძებს. ჩვენმა პარტნიორებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უკრაინამ რუსულ აგრესიასთან გამკლავება შეძლოს. სადამდე გაგრძელდება ომი რუსეთთან, მანამდე ჩვენი მუდმივი მოთხოვნა იქნება იარაღით დახმარება,"- აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი კი აცხადებს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რუსეთთან ომის პირობებში უკრაინის დახმარების გაგრძელება და სწორედ ამიტომ, მისი თქმთ, შვედეთი უკრაინას დაეხმარება.

"ვფიქრობ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთთან ომის პირობებში უკრაინის დახმარება გავაგრძელოთ. შვედეთის პოზიცია მკაფიოა. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, რადგან ეს ომი რუსეთმა არ უნდა მოიგოს. სწორედ ამიტომ, მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება და გავუგზავნეთ ომში მყოფ ქვეყანას იარაღი. უკრაინას დავეხმარებით იარაღით, ფინანსურად და ჰუმანიტარული კუთხით. ჩავერთვებით ქვეყნის რეკონსტრუქციის პროცესშიც," - აცხადებს შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ლინდე კი აცხადებს, რომ  რამდენი ხანიც საჭირო იქნება შვედეთი უკრაინის გვერდით იდგება:

"მივესალმები სტოკჰოლმში დიმიტრო კულებას ერთი დღით ადრე პრაღაში შეხვედრამდე,  სადაც ერთმანეთს შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ უკრაინაში რუსეთის შეჭრას, მკვლელობებს, დასახლებული ტერიტორიების დაბომბვას. რამდენი ხანიც საჭირო იქნება შვედეთი უკრაინის გვერდით იდგება. არ ვიცით ომი რამდენი ხანი გაგრძელდება მაგრამ შვედეთი მზადაა ხანგრძლივ ვადიანი და სტაბილუირი დახმარება გაუწიოს უკრაინას. შვედეთი ემხრობა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მხრიდან მორიგი სანქციების დაწესებას,"- აღნიშნავს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ლინდე.

დღის ამბები