18 ოქტომბერი 2024,   09:22
ვრცლად
თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ საბაზისო პრინციპები, როგორიცაა თვითგამორკვევის უფლება, საზღვრების ხელშეუხებლობა, მაშინ პუტინი ვერ მოიგებს ამ ომს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს - ევროკომისიის პრეზიდენტი

უკრაინამ უნდა მოიგოს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი და შეუძლია ევროკავშირის სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში, ბლედის სტრატეგიული ფორუმის გახსნისას განაცხადა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება კავშირის უნარზე, დაიცვას ფუნდამენტური პრინციპები, შეეწინააღმდეგოს აგრესიას და დაეხმაროს მეგობარ ქვეყნებს.

"მესიჯი არ შეიძლება იყოს ამაზე მკაფიო - თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ საბაზისო პრინციპები, როგორიცაა თვითგამორკვევის უფლება, საზღვრების ხელშეუხებლობა, მაშინ პუტინი ვერ მოიგებს ამ ომს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ეს აბსოლუტურად გასაგებია. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკრაინისთვის, ჩვენი ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად და ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ რუსეთს და მსოფლიოს, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევა ძვირად დაუჯდება. დროა დასრულდეს ევროკავშირის დამოკიდებულების ეპოქა ბინძურ რუსულ ენერგომატარებლებზე,"- ურსულა ფნდერლაიენი.

დღის ამბები