15 ნოემბერი 2024,   11:08
ვრცლად
წარმოუდგენელია გინდოდეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და ფიქრობდე, რომ ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია ქუჩიდან - მამუკა მდინარაძე

წარმოუდგენელია გინდოდეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და ფიქრობდე, რომ ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია ქუჩიდან - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება ოდნავ რისკის ქვეშ დადგეს, არის სახალხო დამცველის არჩევის წესი. მისივე შეფასებით, ოპოზიციას ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდა იმის წარმოდგენა, რომ მმართველი გუნდის პირობებში რეკომენდაციები შესრულდება.

ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საბოტაჟი, რომელიც გამოუცხადეს ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების პროცესს, შეფუთონ და გამოიგონეს ახალი სიტყვა - მრავალწახნაგოვნება, იმისთვის, რომ თან პარლამენტში დესტრუქციული პროცესები აწარმოონ და თან გამართლდეს მათი ე.წ. პროტესტი ქუჩაში. წარმოუდგენელია გინდოდეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და ფიქრობდე, რომ ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია ქუჩიდან, ყველა ვადა, რომელიც მმართველმა გუნდმა აიღო, გრაფიკში ზის და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. გვახსოვს, რომ იტყუებოდნენ პარლამენტი დაკეტილიაო, რა ვადაც გვქონდა დათქმული, ისე გაგრძელდება. მათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ იმის წარმოდგენა, რომ "ქართული ოცნების" პირობებში რეკომენდაციები შესრულდება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება. ამიტომ, როგორ შეფუთავენ ქუჩის აქციებს თუ საბოტაჟის პროცესს, ეს არის წმინდა პიარული საკითხი და აქაც კი ძალიან სუსტები არიან.

ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება ოდნავ რისკის ქვეშ დადგეს, არის სახალხო დამცველის არჩევის წესი, დღეს უკვე ვერ მოითმინეს და ამ პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვეს," - განაცხადა მდინარაძემ

დღის ამბები