15 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
როგორ უნდა შეირჩეს ომბუდსმენი - უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება, მანამდე კი შეხვედრა საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის გაიმართა

როგორ უნდა შეირჩეს სახალხო დამცველი - "ქართული ოცნება" საკუთარ ხედვაზე ხვალ გააკეთებს განცხადებას, მანამდე ერთი დღით ადრე კი მესამე სექტორს ხვდება.

დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტში ამ წუთებში იკრიბებიან.

შეხვედრის მონაწილე მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია კანდიდატი შერჩეული იყოს, როგორც საზოგადოებრივი, ისე პოლიტიკური კონსენსუსით.

"სამოქალაქო საზოგადოება, ისევე საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ კმაყოფილი იმ პრაქტიკით, რომელიც იყო წინა ომბუდსმენის არჩევის დროს. ეს პრაქტიკა მოიცავდა იმას, რომ იყო პროცესი გამჭირვალე, სამოქალაქო საზოგადოება მაქსიმალურად იყო ჩართული პროცესში და ეს პროცესი იყო ინკლუზიური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პრაქტიკა არის კარგი და შეესაბამება 12-პუნქტიან გეგმას," - აღნიშნა ფონდ "ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორმა ლაშა ტუღუშმა.

მანამდე კი, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წარმომადგენელები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ.

"ჩვენ ვგეგმავთ შეხვედრას, რომლის მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენი მოვისმინოთ მოსაზრებები და შეხედულებები იმისთვის, რომ გვქონდეს მრავალფეროვნება. გვქონდეს სრული სურათი იმის თაობაზე, თუ რა მოსაზრებები არსებობს ამ თემის ირგვლივ, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ მაქსიმალურად სწორი გადაწვეტილება მივიღოთ იმ მიზნით, რომ პროცესი იყოს სრულფასოვანი.

მე გამორიცხული მგონია რომ არსებობდეს პროცესი სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული, რომელშიც ყველა არ იქნება კონკრეტული სტატუსით და ინტერესით ჩართული," - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ. 

დღის ამბები