23 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
რამზან კადიროვი თანამდებობას ტოვებს? - რა მინიშნებას აკეთებს ჩეჩნეთის მეთაური გავრცელებულ ვიდეომიმართვაში

რამზან კადიროვი მიანიშნებს, რომ მან შესაძლოა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტი დატოვოს. ამის შესახებ მან ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

კადიროვის თქმით, ის რუსეთის ფედერაციის შემადგენელი სხვა ერთეულების ხელმძღვანელებთან შედარებით თანამდებობას ყველაზე დიდხანს, 15 წელია იკავებს. კადიროვის თქმით, ჩეჩნეთში არსებობს გამონათქვამი, რომ რაც არ უნდა ნანატრი და პატივსაცემი სტუმარი იყოს, თუ დროზე მიდის, ამით უფრო მოსაწონი ხდება.

კადიროვს კონკრეტული განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამაზე ფიქრი უკვე დაიწყო და შეეცდება დროზე წავიდეს.

დღის ამბები