ტოკიოში სექტემბრის ბაშო გრძელდება, რომელშიც ლევან გორგაძემ მეშვიდე ბრძოლა გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინი იაპონელ ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ჰიკი-ოტოშის ილეთით გაიმარჯვა. ლევანის ბალანსი ამ დროისთვის 3 მოგება და 4 მარცხია.
სექტემბრის ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-10 მაეგაშირა ნიში-კი-ფუჯი იქნება, რომელსაც აკი ბაშოზე 5 მოგება და 2 მარცხი აქვს.