08 მაისი 2024,   13:54
ვრცლად
შემოდგომის თბილისი - მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 30 წელს ითვლის, სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოყვარულებს ელოდება

შემოდგომის თბილისი - მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 30 წელს ითვლის, სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოყვარულებს ელოდება. ფესტივალი, რომელსაც საფუძველი გენიალურმა ქართველმა დირიჟორმა და კომპოზიტორმა ჯანსუღ კახიძემ ჩაუყარა, წელსაც ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს მასპინძლობს.

თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სცენაზე ამჯერად მსოფლიოში აღიარებული დირიჟორი გაბორ ჰოლერუნგი გამოვა.

შემოდგომის თბილისი 16 სექტემბერს გაიხსნა და ერთი თვის განმავლობაში მსმენელს 12 კონცერტს შესთავაზებს. წლევანდელი წელი ფესტივალისთვის იმითაც გამოირჩევა, რომ მასში პირველად იღებენ მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული პოპ შემსრულებლებიც. კლასიკურ და თანამედროვე მუსიკასთან ერთად ფესტივალზე მისულ მსმენელს ქართული ხალხური ანსამბლების მოსმენაც შეეძლება.

დღის ამბები