აქ ფბ-ში ზოგი ოპოზიციონერი გამწარებული მეკამათებოდა რა მაიდანი რის მაიდანიო. არადა, გაქანებული მზადება მიდის პროცესების "მაიდანიზაციისათვის”, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის განცხადებას, სადაც საუბარია კონკრეტული პირების მიერ სპეცდანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებზე, რომლებიც ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები.
ექსპერტის თქმით, ეს გახლავთ სწორედ გარედან შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც მავანთ რომ ჰკითხო, თურმე უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს.
"აქ ფბ-ში ზოგი ოპოზიციონერი გამწარებული მეკამათებოდა რა მაიდანი რის მაიდანიო. არადა, გაქანებული მზადება მიდის პროცესების "მაიდანიზაციისათვის."
ეს გახლავთ სწორედ გარედან (ვიცით საიდანაც) შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც მავანთ რომ ჰკითხო, თურმე უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს. როგორც ერთხელ ითქვა: "ჭკუით ქართველებო!"-წერს ანჯაფარიძე.