22 აგვისტო 2026,   18:26
ვრცლად
დმანისის თეატრმა ზინაიდა კვერენჩხილაძის 90 წლის იუბილე აღნიშნა - საღამოს კულტურის მინისტრი ესწრებოდა

დმანისის თეატრმა ზინაიდა კვერენჩხილაძის 90 წლის იუბილე აღნიშნა - ღონისძიების მასპინძელი დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე იყო.

საიუბილეო წლის ფარგლებში, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა წიგნი-ალბომი "ზინაიდა კვერენჩხილაძე - 90". საღამოს კულტურის მინისტრი ესწრებოდა.

"თეატრი, რომელიც 90-იან წლებში ზინაიდა კვერენჩხილაძის თაოსნობით, ჯუმბერ კოპალიანის მხარდაჭერით, ომარ ელოშვილისა და სხვა დიდი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების მიერ შეიქმნა და დღემდე მოდის. ჩვენი მთავარი ვალდებულებაა, რომ ამ თეატრს ხელი შევუწყოთ და შარშან ამ თეატრის წლიური ბიუჯეტი, რომელიც 26 ათას ლარს შეადგენდა წელიწადში, გავზარდეთ და გახდა 400 ათასი ლარი. ჩვენ დავაფუძნეთ მის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან გიორგი სიხარულიძესთან ერთად მუდმივმოქმედი დასი," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები