27 აპრილი 2024,   00:23
ვრცლად
"ეფ-ეს-ბე" ზემო ლარსთან ბლოკპოსტის გახსნას უარყოფს და ჯავშანტრანსპორტიორის გადაადგილების მიზეზს განმარტავს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ფსბ) ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან "ბე ტე ერის" გადაადგილებას ეხმაურება. უწყებაში განმარტავენ, რომ ტრანსპორტი საქართველოს საზღვართან გაუშვეს იმ შემთხვევისთვის, თუ რიგში მდგომი ადამიანები საზღვრის გარღვევას შეეცდებიან. 

"ჯავშანტრანსპორტიორი საზღვრის მიმართულებით გადაადგილდება, თუმცა არა ბლოკ-პოსტის აღმართვისთვის, ეს უხეშად ნათქვამია. ეს იქნება იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტები მოისურვებენ საზღვრის გარღვევას და ქვეყნის დატოვებას ყველანაირი სასაზღვრო ფორმალობების გაფორმების გარეშე," - განუცხადა რუსულ მედიას ფსბ-ს წარმომადგენელმა. 

დღის ამბები