24 აგვისტო 2026,   05:46
ვრცლად
"აქ გადმოვედი იმიტომ, რომ ომი არ მინდა და არც არასდროს მდომებია" - ლარსის სასაზღვრო გამშვებ-პუნქტთან კვლავ რუსეთის მოქალაქეების სიმრავლეა

ლარსის სასაზღვრო გამშვებ-პუნქტთან კვლავ რუსეთის მოქალაქეების სიმრავლეა. საზღვარს კვეთენ, როგორც სამხედრო ნაწილობრივ მობილიზაციას გამოქცეული მამაკაცები, ასევე ქალები და ბავშვები.

მოქალაქეები მოდიან ყველა გზით, რითიც შეუძლიათ - ავტომანქანებით, ფეხით, ველოსიპედებით. დიდია ასევე იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც უკან, რუსეთის მხარეს ბრუნდებიან.

"5 დღეა მოვდივარ, ფეხით მომიწია წამოსვლა. მეუღლე მანქანაში დავტოვე და საკვებისთვის გადმოვედი. მას კიდევ დიდხანს მოუწევს იქ დგომა, რადგან რიგებია. აქ გადმოვედი იმიტომ რომ არ მინდა იმაში მონაწილეობა, რაც რუსეთში ხდება. ომი არ მინდა და არც არასდროს მდომებია," - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ "კურიერთან".

"ხალხი გაქცევით ომს აპროტესტებს," - აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოს ყველა გამშვებ პუნქტზე 53 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა, ქვეყანა კი 35 ათასამდე პირმა დატოვა.

დღის ამბები