06 დეკემბერი 2022,   21:42
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა - საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გადაიდო

მიხეილ სააკაშვილმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გადაიდო. ბრალდებულის უფლებადამცველის თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა სასამართლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას

"ის გახდა ცუდად და საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა, დაუძახეს ექიმს და განახორციელეს ალბათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. მე ვიყავი ერთადერთი მონაწილე მხარისა, რომელსაც მსგავსი ინფორმაცია არ მქონდა დანარჩენი  ყველამ იცოდა, რომ სხდომა ჩატარდებოდა გასვლით რეჟიმში, ეს იყო ბუნებრივია დაგეგმილი. დაწყებული სავარაუდოდ სამკურანლო დაწესებულებიდან დამთავრებული სასამართლო ხელისუფლებითა და პროკურატურის მოხელეებით ბუნებრივია და ეს ცხადია თავიდან ბოლომდე დაგეგმილი ფარსი იყო რაც ემსახურება პროცესის სწრაფად ჩატარებას და ახალი განაჩენის დადგომას,"-აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

საქმის პროკურორის განცხადებით კი სამედიცინო ცნობის თანახმად, ბრალდებულს შეეძლო კითხვებზე პასუხების გაცემა, თუმცა მან ეს თავად არ ისურვა.

"პირველი ადვოკატი შევიდა მიხეილ სააკაშვილთან, რის შემდეგ მას მიეცა სათანადო დრო კონსულტაცია გაეწია. ამის შემდეგ უკვე დაიწყო სასამართლო პროცესი, სადაც ადვოკატმა განაცხადა, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და მას არ შეუძლია ჩვენების მიცემა, რა დროსაც კვლავ განხორციელდა ექიმისგან ინფორმაციის მიღება, რომ ექიმის მეთვალყურეობით მას შეუძლია მისცეს ჩვენება გამოძიებას. ამის შემდეგ უკვე, როდესაც შევედით პალატაში, პირველი შევიდა ადვოკატი კიდევ კონსულტაცია გაუწია. შემდეგ შევიდა ბრალდების მხარე და შემდეგ შევიდა სასამართლო და სასამართლოს შეკითხვაზე აძლევს თუ არ ჩვენებას - მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ "თქვენთან სასაუბრო არაფერი არ მაქვს",-აცხადებს ლევან ვეფხვაძე. 

დღის ამბები