23 აგვისტო 2026,   15:06
ვრცლად
წინასწარი პატიმრობა საკუთარი რძლის დაჭრისთვის - ქუთაისის სასამართლომ დაზარალებულის მამამთილს აღკვეთის ღონისძიება გვიან ღამით განუსაზღვრა

წინასწარი პატიმრობა საკუთარი რძლის დაჭრისთვის - ქუთაისის სასამართლომ დაზარალებულის მამამთილს აღკვეთის ღონისძიება გვიან ღამით განუსაზღვრა.

დანაშაული რამდენიმე დღის წინ წყალტუბოში, სოფელ საყულიაში მოხდა. დაშავებულს რამდენიმე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

დაკავებულს ბრალი რამდენიმე მუხლით წარედგინა. მათ შორის არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, განზრახ მკვლელობის მცდელობა.

ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არის და ვერ საუბრობს. მხარეები მომხდარის სავარაუდო მიზეზებს ასახელებენ.

დღის ამბები