ნიკა ობოლაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ობოლაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ ამ პარტიაში ვერ ხედავს ძალას, რომელიც შეძლებს ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს.
მისივე განმარტებით, მან პარტიას რამდენიმე კვირის წინ მიმართა ინიციატივებით, თუმცა საპასუხოდ ცვლილებებისთვის სათანადო მზაობა ვერ მიიღო.
ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე პარტიას არ აქვს ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა.