15 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
სახალხო დამცველის კანდიდატების 19-კაციანი სია დღეს ბიუროს წარედგინება

სახალხო დამცველის კანდიდატების 19-კაციანი სია დღეს ბიუროს წარედგინება, ხვალიდან კი საკომიტეტო მოსმენები დაიწყება. 

როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, მათი მხრიდან კანდიდატის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმები მიუკერძოებლობა და კომპეტენცია იქნება. მმართველ გუნდს შეკითხვებიც სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ექნებათ.

მათივე ცნობით, სავარაუდოდ, პარლამენტში დღეში 4-5 კანდიდატს მოუსმენენ. 

შეგახსენებთ, მმართველ გუნდს საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია. სახალხო დამცველის არჩევას 90 ხმა სჭირდება. ახალი ომბუდსმენის არჩევა გამჭვირვალე პროცედურებით ევროკომისიის ბოლო, მე-12 რეკომენდაციაა.

დღის ამბები