29 სექტემბერი 2024,   03:13
ვრცლად
არ გახდეთ ფინანსური თაღლითობის მსხვერპლი - საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილება

გახშირებული ფინანსური თაღლითობის გამო საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს.

სები მოსახლეობას მოუწოდებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას. აუცილებლად უნდა გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავს ინფორმაცია. მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. მათ შორის სების სახელითაც.

ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უწყება არანაირი მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზებას არ ახდენს.



დღის ამბები