15 ნოემბერი 2024,   11:02
ვრცლად
პრემიერის ვიზიტი ბუდაპეშტში - ირაკლი ღარიბაშვილი უკვე პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პრემიერი-მინისტრი ბუდაპეშტში გუშინ ჩავიდა. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს. საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, პარტნიორული თანამშრომლობის, მათ შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.

ხაზი გაესვა უნგრეთის მკაფიო პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ლასლო კოვერს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და ოკუპირებულ ტერიტორიებს. გუშინვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად, უნგრეთის გმირთა მემორიალთან გვირგვინი მიიტანა.

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომაც, სადაც თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება განიხილება.


დღის ამბები