07 დეკემბერი 2024,   22:25
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად უცხოური პიარ-კომპანია დაიქირავეს - "კურიერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც გიული ალასანიამ "გლობალ პოინტთან" გააფორმა

მიხეილ სააკაშვილმა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად უცხოური პიარ-კომპანია დაიქირავა.

"კურიერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც გიული ალასანიამ ლობისტურ კომპანია "გლობალ პოინტთან" გააფორმა. კომპანიამ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მისიით გადაყვანას უნდა გაუწიოს პიარ-კამპანია. კონტრაქტის ღირებულება 30 თასი დოლარია, თანხის ნაწილი - 15 000 კი უკვე გადახდილია. ამ თანხას ემატება სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება, რომელიც 400 დოლარამდეა, ასევე საადვოკატო ჰონორარი და სხვა ხარჯები.

დოკუმენტის თანახმად, ლობისტებს ევალებათ მედიასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა, კონტაქტი ლიდერებთან და გავლენიან პირებთან.

"გლობალ პოინთმა" უნდა შეიმუშაოს საკვანძო მესიჯები, მოაწყოს ბრიფინგები და სხვადასხვა შეხვედრა. კომპანია გეგმავს აკერმანის იურიდიულ გუნდთან თანამშრომლობასაც.

დღის ამბები