26 აპრილი 2024,   23:59
ვრცლად
2022 წლის სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობის დონე კი 4 პროცენტამდე შემცირდა - საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობის დონე კი 4 პროცენტამდე შემცირდა. შესაბამისად, გაიზარდა იმ ადამიანების კატეგორია, რომლებიც ახლა უკვე დასაქმებულები არიან.

"წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე დაახლოებით, 3.9%-ით შემცირდა, 15,6% შეადგინა. 2021 წლის ბოლოსთან შედარებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 9%-ით, ანუ 114 000 კაცით გაიზარდა, საიდანაც, დაახლოებით 105 000 მოდის კერძო სექტორზე. ზრდა ძირითადად შეინიშნებოდა ვაჭრობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში," - განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ახლა ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა სხვადასხვა სპეციალობის კუთხით კომპეტენტური კადრების მოძიებაა, ამ კუთხით კი, ექსპერტები დადებითად აფასებენ მთავრობის ახალ სტრატეგიას, რომელიც ბიზნესთან მეტ კომუნიკაციას ითვალისწინებს.  

"მთავარი პრობლემა არის სამუშაო ძალის გაზრდის ამოცანა. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიზნესი უჩივის დეფიციტს ძალიან ბევრ სპეციალობასა და მიმართულებაზე, სადაც არცთუ დაბალ ანაზღაურებას სთავაზობს ადამიანებს. ამიტომ, აბსოლუტურად გამართლებულად მიმაჩნია მთავრობის ახალი სტრატეგია, რომ ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია განახორციელონ ამ მიმართულებით," - განაცხადა ექსპერტმა საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძემ.

ამასთან, ექსპეტების თქმით, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ხელისუფლებას ჩამოყალიბებული მკაფიო პოლიტიკა აქვს.

დღის ამბები