15 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა

პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა სასამართლო სხდომაზე, ამის შესახებ ცნობილი გახდა მოსამართლისგან.

​გიორგი არევაძის თქმით, პენიტენციური სამსახურიდან შესაბამის საკითხზე წერილი მიიღეს, რომელშიც განმარტებულია, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“.

მოსამართლემ, კიდევ ერთი გაცხადებით დარბაზში დამსწრე პირებს "ვივამედის“ პოზიციაც გააცნო, რომლის მიხედვითაც, კლინიკა არ გასცემს რეკომენდაციას მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. 

გარდა ამისა, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა სხდომის ერთი თვით გადადება მოითხოვა. როგორც ის ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე მოცულობითია, მისი გაცნობის მიზნით უნდა გადაიდოს. თუმცა, ამ ინციატივას მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები არ ეთანხმებიან. 

"ნებისმიერი სიტუაციიდან ვერთვებით ადვოკატები, მათ შორის, პროკურორებიც და მიზეზი რა არის, რატომ ვერ ჩაერთო აქედან 2 კილომეტრში, კლინიკა "ვივამედში" მყოფი პატიმარი, რომლის დაცვას და ზედამხედველობას უზრუნველყოფს პენიტენციური სამსახურის დაცვის თანამშრომლები, სადაც განთავსებულია უამრავი ტექნიკა.

უფრო მეტიც, გუშინ იუსტიციის მინისტრი გამობრძანდა და იმუქრება რაღაც კადრების გავრცელებით. თუ ამდენი ტექნიკაა, ამდენი კადრებია, რა არის მიზეზი იმისა, რომ ვერ ხერხდება პატიმრის ჩართვა..." - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

დღის ამბები