22 აგვისტო 2026,   18:29
ვრცლად
ჯაბა სამუშიამ 27 დეკემბერს დანიშნული რექტორის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ 27 დეკემბერს დანიშნული თსუ რექტორის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია პირველებს თსუ სტუდენტებს მიაწოდა.

შეხვედრაზე ჯაბა სამუშიამ ისაუბრა, თუ როგორი სურს რომ იყოს უნივერსიტეტი; ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი პროფესორების, გამართული ინფრასტრუქტურის და განახლებული და ხელმისაწვდომი სახელმძღვანელოების მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, მომდევნო სემესტრიდან სასწავლო კორპუსები აღიჭურვება ახალი ტექნოლოგიებით, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა უფრო მეტი სტუდენტური სივრცე.

ამავე დროს, ყველა პროგრამა უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანამედროვე სახელმძღვანელოებით, პროფესურამ და სტუდენტებმა უნდა მიიღონ ახალი ცოდნა, რისთვისაც აქტიურად უნდა ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.

შეხვედრის ბოლოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა სტუდენტების კითხვებს სტუდენტური სივრცეების, ლაბორატორიების, გაცვლითი პროგრამების, საგამოცდო ცენტრის, სახელმძღვანელოებისა და სხვა აქტუალურ თემებზე.

დღის ამბები