ფოთში, საპროტესტო აქცია გაიმართა- ფალიაშვილის ქუჩაზე მოსახლეობამ ავარიული გზა გააპროტესტა. რამდენიმე საათი გზა იყო გადაკეტილი, რის გამოც, გადაადგილება შეზღუდული იყო.
ლიაშვილის ქუჩის ბინადრები გზის გახსნას არ აპირებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მათივე თქმით, ფალიაშვილის ქუჩაზე, სადაც ტერმინალები მდებარეობს მუდმივად გადაადგილდებიან მძიმეწონიანი მანქანები, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.
ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, თუმცა მათ სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.