02 ივნისი 2024,   22:25
ვრცლად
ყვარელში ახალი წლის დღეები გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა

ყვარელში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამართული ახალი წლის დღეები გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე ანსამბლი "ალილო", ნოდარიკო ხუციშვილი და ჯემ სეის ბენდი ზრუნავდა. 

ღონისძიების დასასრულს ქალაქის მთავარ მოედანზე ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო ყვარლის მერმა. ილუმინაციებით და სხვა დეკორაციებით არის მორთული ცენტრალური ქუჩებიც. მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში არაერთი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები გაიმართა. მოეწყო საშობაო ბაზრობა.

დღის ამბები