"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედანზე საქველმოქმედო აქცია-კონცერტის სამზადისი მიმდინარეობს.
ორგანიზატორების თქმით, ისინი იმ ადამიანების დასახმარებლად ერთიანდებიან, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დააჯარიმეს.