16 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
13 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ოფისზე ბანდიტური თავდასხმა განხორციელდა... თუმცა არავინ არ არის არც დაკითხული და არც დაკავებული - ლაშა ფარულავა

"ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალურ ოფისში მომხდარი ინციდენტის გამოძიებასა და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ოპოზიციურ პარტიაში ამტკიცებენ, რომ საგამოძიებო უწყებას საკმარისი მტკიცებულებები, მათ შორის, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები აქვს, იმისთვის, რომ ყველა პირის იდენტიფიცირება და დაკავება მოხდეს.

საგამოძიებო მოქმედებები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გუშინვე დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

"13 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ოფისზე ბანდიტური თავდასხმა განხორციელდა. ქვებით, შუბებით, რკინის ნაჭრებით არიან შეიარაღებულები. ფაქტობრივად, მთელს თბილისში დათარეშობენ, თავს ესხმიან დემოკრატიულ ძალებს, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე შტურმი განახორციელეს, თუმცა არავინ არ არის არც დაკითხული და არც დაკავებული, თავის თავს ხომ არ დაიჭერენ", - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ.

დღის ამბები