16 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობის სწრაფი ესკალაციის მიუხედავად, ჩინეთთან ომი არც გარდაუვალია და არც შეუძლებელი - ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, სინგაპურში მიმდინარე შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების ფორუმზე ჩინეთთან შესაძლო ომზე ისაუბრა.

ოსტინის თქმით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობის სწრაფი ესკალაციის მიუხედავად, ჩინეთთან ომი არც გარდაუვალია და არც შეუძლებელი. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, თავდაცვის მდივანმა, მასა და ჩინელ კოლეგას შორის განახლებული დიალოგის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

თავდაცვის მდივანი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ-დონ ჯუნთან შეხვედრასაც შეეხო, თუმცა ლოიდ ოსტინს საუბრის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

დღის ამბები