16 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ირგვლივ კრიტიკა არ წყდება - რას უნდა ველოდოთ პარტნიორებისგან

რამდენიმეთვიანი ვნებათაღელვის შემდეგ, კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მიღებულია. პრეზიდენტის ვეტო 84-მა დეპუტატმა დაძლია და ხელმოსაწერად ისევ პრეზიდენტს გადაუგზავნა. დრო იწურება, თუმცა წინასწარვე ცნობილია, რომ დოკუმენტზე სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერა არ იქნება.

კანონი, რამდენიმე დღეში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით გამოქვეყნდება, თუმცა, როგორც მოწინააღმდეგეები ამბობენ, პროტესტი არ დასრულდება. არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

კანონი მიღებულია, თუმცა მაინც არ წყდება კრიტიკა პარტნიორებისგან. ამ ნაბიჯს თითქმის არავინ მიესალმება, მინიშნებები კეთდება ურთიერთობების გადახედვაზეც.

 

დღის ამბები