"გულანთებული ადამიანების უკან რატომღაც სულ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივი აღმოჩნდება-ხოლმე. ასე მოხდა ამ ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში, რომელსაც ფაშიზმიც არ გამოსდის მისი დიდი სურვილის მიუხედავად და თავისივე ტყუილებში იბლანდება როგორც სხვა ყველა ჭეშმარიტი ნაცი,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
"გულანთებული ადამიანების უკან რატომღაც სულ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივი აღმოჩნდება-ხოლმე. ასე მოხდა ამ ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში, რომელსაც ფაშიზმიც არ გამოსდის მისი დიდი სურვილის მიუხედავად და თავისივე ტყუილებში იბლანდება როგორც სხვა ყველა ჭეშმარიტი ნაცი.
მეორე, შედარებით ასაკიან ბატონთან ჩანაწერის მერეც გავაგრძელე საუბარი და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ დავიშალეთ შეუთანხმებლად - მას მიაჩნია, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა და შევთანხმდით რომ ვერ შევთანხმდებოდით.
რაც შეეხება ამ ორ ვიდეოს შორის მომხდარ ამბავს, შეგნებულად გამოვტოვებ, რადგან ეს სულ სხვა ამბავია და ჩემს მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ასევე ბავშვიან კაცს ალბათ ყოველთვის მოვერიდები, დანარჩენს კი ამ ხალხის გარეშე მოვიკითხავ…,"-წერს ვიქტორ სანიკიძე სოციალურ ქსელში.