17 მაისი 2024,   12:21
ვრცლად
სკოლის ახალი შენობა სოფელ ჩხაკაურაში - პროექტები, რომლებიც სოფელში ადგილობრივების დასაბრუნებლად და შესანარჩუნებლად ხორციელდება

სოფლების დაცლა პრობლემაა მაღალმთიანი რეგიონებისთვის - ადამიანების სოფელში დასაბრუნებლად და შესანარჩუნებლად, მთავრობა არაერთ პროექტს ახორციელებს.

"კურიერი PS-მა" იმოგზაურა გურიის სოფელ ჩხაკოურაში, რომელიც ხალხით, ბუნებით და ისტორიით გამოირჩევა. აქ ბევრი ადამიანი არ ცხოვრობს, ადგილობრივებიც სწორედ მიგრაციის პრობლემაზე წუხან.

სწორედ იმიტომ რომ მიგრაციის პრობლემა გადაიჭრას, ამ სოფელში სკოლის ახალი შენობა აშენდა, ადგილობრივ ბავშვებს კი შესაძლებლობა აქვთ, თავიანთ სოფელშივე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ გარემოში ისწავლონ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩხაკოურა ერთადერთი არ არის და ახალი და რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს კიდევ არაერთ სოფელსა და ქალაქშია. 

დღის ამბები