23 აგვისტო 2026,   15:59
ვრცლად
ავარია ახმეტაში- დაშავებულებს შორის ძმები არიან, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ახმეტაში გვიან ღამით ავარია მოხდა, შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ორნი, ძმები არიან. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და ის კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადმოიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, ალვანი- ბაბანეურის საავტომობილო გზაზე მოხდა. ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ექიმების განმარტებით, ორი დაშავებული მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გააგრძელებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები