27 აპრილი 2024,   00:44
ვრცლად
ომის 338-ე დღე უკრაინაში - ზაპოროჟიეს ოლქში ღამით იერიში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს

ომის 338-ე დღე უკრაინაში - მძიმე ბრძოლები ისე გრძელდება. ღამის განმავლობაში რუსული ძალების მიერ უპილოტო დრონების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 და დაიჭრა 13 ადამიანი. შეტევისას, კიევში 5 საცხოვრებელი კორპუსი და 7 სხვა ობიექტი დაზიანდა. დაიბომბა ხერსონის ოლქი - გარდაიცვალა 1 და დაიჭრა 4 ადამიანი.

ზაპოროჟიეს ოლქში ღამით იერიში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. დაიღუპა 3 და დაიჭრა 7 ადამიანი. ორი ადამიანი გარდაიცვალა და 1 დაიჭრა რუსული არტილერიის შეტევისას დონეცკის ოლქშიც.

ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს საზღვართან ახლოს მდებარე ჩერნიგოვის დასახლება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 


დღის ამბები