09 მაისი 2024,   01:08
ვრცლად
მასშტაბური აქციები საფრანგეთში - ხალხი ქუჩაში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად გამოვიდა

მასშტაბური საპროტესტო აქციები საფრანგეთში - დასავლური მედიის ინფორმაციით, საერთო ჯამში, დემონსტრაციებში 3 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ხალხი ქუჩაში ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად გამოვიდა.

ყველაზე ხალხმრავალი აქცია პარიზში, მარსელსა და ლიონში მოეწყო. შეკრებილთა დასაშლელად პოლიციამ დედაქალაქში ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არიან დაკავებულები.

საპენსიო რეფორმა, რამაც მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, საპენსიო ასაკის 2 წლით, 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს.

დღის ამბები