26 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
უკრაინაში სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელების სრული შემადგენლობა გაათავისუფლეს

უკრაინაში სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელების სრული შემადგენლობა გაათავისუფლეს- ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია დეპუტატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მოქმედი ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი ზვიაგინცევი იქნება.

მედია იუწყება იმასაც, რომ თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლებენ ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს, ვადიმ გუცაიტს და სტრატეგიული მრეწველობის მინისტრს, პაველ რიაბიკინს.

დღის ამბები