03 მაისი 2024,   15:03
ვრცლად
თურქეთში სამაშველო სამუშაოებს თოვლი და უამინდობა აფერხებს - ზოგიერთ ადგილზე შესაძლოა ტემპერატურა -15 გრადუსამდეც კი დაეცეს
სირიასა და თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5 ათასს აჭარბებს. მხოლოდ თურქეთში სტიქიამ 3400-მდე ადამიანი იმსხვერპლა. სამაშველო ოპერაციები ერთდროულად რამდენიმე პროვინციაში უწყვეტად მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. 
 
ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რიცხვმა შესაძლოა 20 ათასს მიაღწიოს. ადგილზე სამაშველო სამუშაოებს თოვლი და უამინდობა აფერხებს. ზოგიერთ ადგილზე შესაძლოა ტემპერატურა -15 გრადუსამდეც კი დაეცეს. 
 
სამძებრო სამუშაოებში 25 ათასზე მეტი მაშველია ჩართული. სრულად დანგრეულია 6000-მდე შენობა. გუშინ მომხდარ მიწისძვრას ასობით განმეორებითი ბიძგი მოყვა. კვლავ მოსალოდნელია 5-6 მაგნიტუდის და მეტი სიმძლავრის ბიძგები.
დღის ამბები