01 მაისი 2024,   17:00
ვრცლად
ჰუმანიტარული დახმარება თურქეთს - საელჩოში ტვირთის მისატანად, დახმარების მსურველებს დრო საღამოს 6 საათამდე აქვთ
თბილისიდან ჰუმანიტარული დახმარება თურქეთის პროვინციებში დღეს გაიგზავნება, თუმცა დახმარების მსურველებს თურქეთის საელჩოს ტერიტორიაზე საჭირო ჰუმანიტარული ტვირთის მისატანად დრო საღამოს 6 საათამდე აქვთ.
 
მხარდაჭერისა და თანაგრძნობის გამოსახატად მეზობელი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ბოლო დღეების განმავლობაში, უამრავი ადამიანი მიდის. დახმარებასთან ერთად საელჩოს, გარე პერიმეტრზე მოქალაქეებს ყვავილები და სანთლებიც მიაქვთ.
დღის ამბები