01 მაისი 2024,   13:15
ვრცლად
რომელ ქალაქებში ითოვებს - ამინდის პროგნოზი

10 თებერვალს ქუთაისში +10 გრადუსი და მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, სადაც დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა ნავარაუდები, დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა ფოთში და დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ღრუბლიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდები. +6 გრადუსია ნავარაუდები დღისით სოხუმში, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით 0 გრადუსია, ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -14 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, დღისით +2 ღამის ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -2 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით -15 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +4 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება. მოთოვს ომალოშიც, სადაც დღისით -3, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ითოვებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღეა ნავარაუდები თელავში. დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდები.

მოთოვს გურჯაანშიც. დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +2 გრადუსი და თოვაა მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +5 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლი ან წვიმაა ნავარაუდები თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

დღის ამბები