01 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
დაპირისპირება მარტყოფში მსხვერპლით დასრულდა - მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები