07 მაისი 2024,   21:30
ვრცლად
ალექსანდრე ზაბახიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ალექსანდრე ზაბახიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 

ინფორმაციას პატარას ოჯახის წევრები ავრცელებენ. მათივე ცნობით, ბავშვს თვალზე პრობლემები 15 ნოემბრიდან დაეწყო. 

"ალექსანდრეს თვალზე პრობლემა 15 ნოემბრიდან დაეწყო. ჯერ დავდიოდით "ნიუ ჰოსპიტალში", სადაც გვითხრეს, რომ ბროლი არის ამოვარდნილი, რის შემდეგაც გადაგვამისამართეს "კავკასიის მედიცინის ცენტრში". იქ დაგვინიშნეს ოპერაცია, მაგრამ ოპერაცია არ ჩატარდა ბოლომდე.

მხედველობა ვერ დაუბრუნდებაო, მხოლოდ ტკივილის შემსუბუქება შეგვიძლიაო, მეორე თვალზეც, რომ არ გადავიდესო. თუ მხედველობა არ დაუბრუნდება, თვალის შენარჩუნება მაინც, რომ შევძლოთ, გადავწყვიტეთ თურქეთში წავიყვანოთ, აქ ყველა რესურსი ამოვწურეთ, გთხოვთ ფინანსურ მხარდაჭერას,"-წერს პატარას ოჯახის სოციალურ ქსელში.

საზოგადოებას თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშზე შეუძლიათ.  

#GE86BG0000000161768684

#GE95TB7217145061100055

მიმღები დავით ზაბახიძე (მამა)

დღის ამბები