06 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
ამაყი ვარ, რომ ჩვენ ღია პარლამენტი ვართ, სადაც გვაქვს დებატები, განვიხილავთ საკითხებს, ამას მშვიდობიანად ვაკეთებთ და არა საფრთხის ქვეშ- რობერტა მეცოლა ევროპარლამენტში მომხდარ ინციდენტზე

ამაყი ვარ, რომ ჩვენ ღია პარლამენტი ვართ, სადაც გვაქვს დებატები, განვიხილავთ საკითხებს, ამას მშვიდობიანად ვაკეთებთ და არა საფრთხის ქვეშ- ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ევროპარლამენტში პლენარული სხდომის ჩაშლას.

მისივე თქმით, ეს პარლამენტი ამაყად დგას გამოხატვის თავისუფლების და პროტესტის უფლებებისთვის, მაგრამ ნებისმიერი დემონსტრაცია ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს პარლამენტის წესების პატივისცემას.

"ამ დილით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა, რომლის გამოც სესია შეწყდა. ინდივიდები შემოვიდნენ, როგორც ვიზიტორები, მაყურებელთა აივნიდან გამართეს აქცია და უარს აცხადებდნენ შენობის დატოვებაზე. არსებობდა საშიშროება, რომ ისინი ზიანს მიაყენებდნენ საკუთარ თავს პროტესტის ფარგლებში, მაგრამ მოხარული ვარ გითხრათ, რომ სიტუაცია მშვიდობიანად განიმუხტა, არავინ დაშავებულა და აქციის ყველა მონაწილე ახლა პარლამენტის შენობიდან გაყვანილია. მადლიერი ვარ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების, რომლებმაც სწრაფად და პროფესიონალურად გაართვეს თავი სიტუაციას, უსაფრთხოების ჯგუფებმა ძალიან კარგად იმუშავეს.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ. ეს პარლამენტი ამაყად დგას გამოხატვის თავისუფლების და პროტესტის უფლებებისთვის, მაგრამ ნებისმიერი დემონსტრაცია ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი წესების პატივისცემას და ხელს არ უნდა უშლიდეს ჩვენს დემოკრატიულ დებატებს. ეს არ არის ის გზა, რითაც ევროპარლამენტის ყურადღების მიქცევა შესაძლებელია. ამაყი ვარ, რომ ჩვენ ღია პარლამენტი ვართ, სადაც გვაქვს დებატები, განვხილავთ საკითხებს, ამას მშვიდობიანად ვაკეთებთ და არა საფრთხის ქვეშ", – განაცხადა მეცოლამ.

დღეს, დაკავებული ქურთი პოლიტიკოსის, აბდულა ოჯალანის მომხრეები ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ, უსაფრთხოების სამსახურმა დეპუტატების ევაკუაცია განახორციელა.

დღის ამბები