09 მაისი 2024,   03:47
ვრცლად
მადრიდში ჯგუფური ძარცვისთვის დაკავებულ 23 ქართველს ესპანეთის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა

მადრიდში ჯგუფური ძარცვისთვის დაკავებულ 23 ქართველს, ესპანეთის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა. დაკავებულთა შორის 5 ქალია.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი დაზარალებულთა ოჯახებში მუშაობდნენ და დაჯგუფების წევრებს ინფორმაციას აწვდიდნენ. "კურიერი" საქართველოში რეგისტრირებულ მათ მისამართებზე იმყოფებოდა.

ოჯახის წევრების თქმით, მომხდარის შესახებ მათ საინფორმაციო საშუალებებით შეიტყვეს.

ამ დრომდე უცნობია აღიარებენ თუ არა დაკავებულები ბრალს. ესპანური მედია, ქვეყნის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაჯგუფებას "კანონიერი ქურდები" ხელმძღვანელობდნენ.


დღის ამბები