09 მაისი 2024,   03:13
ვრცლად
მესტიაში ზვავი ჩამოწვა - თოვლის მასამ საავტომობილო გზა ჩაკეტა

მესტიაში ზვავი ჩამოწვა - თოვლის მასამ საავტომობილო გზა ჩაკეტა. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იმ ავტომობილების გამოყვანა, რომლებიც ზვავის გამო ვერ გადაადგილდებოდნენ, ღამით მოხერხდა.

ამ დროისთვის, უსაფრთხოების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის - ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე აიკრძალა ყველა სახის ავტო ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე ადგილობრივებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

დღის ამბები