09 მაისი 2024,   01:28
ვრცლად
მეწყერმა ცაგერის მუნიციპალიტეტში ავტომობილი მოიყოლა - მძღოლის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა. გვიან ღამით კლდის მასა ჩამოიშალა. მხარის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის თქმით, კლდის მასაში ერთი ავტომობილია მოყოლილი. ავტომობილში მძღოლი იმყოფება. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა უცნობია. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მომდინარეობს.  

ამ დროისთვის ჩქუმი-ქულბაქის საავტომობილო გზაა ჩაკეტილი. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 

დღის ამბები