08 მაისი 2024,   16:39
ვრცლად
ცაგერში სამაშველო ოპერაცია თითქმის 20 საათია მიმდინარეობს - მაშველებმა მეწყერის ქვეშ მოყოლილ ავტომობილს მიაკვლიეს, რომელშიც ერთი ადამიანი იმყოფება

ცაგერში ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, სადაც მეწყერი ჩამოწვა. ჩამოიშალა კლდის მასა, რომელშიც მანქანით ადამიანია მოყოლილი. ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ უცნობია. მომხდარის შესახებ ადგილობრივებმა მას შემდეგ შეიტყვეს, რაც მამაკაცთან დაკავშირება ოჯახის წევრებმა ვერ შეძლეს. ის ადგილობრივი მცხოვრები, 45 წლამდე მამაკაცია.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაახლოებით 20 საათია მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებმა უკვე მიაკვლიეს ავტომობილს. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ არსებობს მეწყერის გააქტიურების საფრთხე, რის გამოც, მაშველებს სიფრთხილით უწევთ მუშაობა.  

პარალელურად, ჩაკეტილია ჩქუმი-ქულბაქის საავტომობილო გზა. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ორი სოფლის, დაახლოებით 200-მდე ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. 

დღის ამბები