09 მაისი 2024,   02:25
ვრცლად
თბილისის საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს. მმართველმა გუნდმა კი ოპონენტებს წარსული შეახსენა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი სპეკულირებს. სხდომაზე 67 საკითხს განიხილავენ.

"მე გესაუბრებით ადამიანი, რომლის ორივე შვილი აწამეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შალვა ობგაიძის შვილები არიან. არც ერთ თქვენგანს სინანულის გრძნობა არ გამოგიხატავთ. თბილისურად გეტყვით რა, შეგირცხვათ ნამუსი თქვე შუბადახეულებო. როგორ შეიძლება, რომ მე მესაუბრებით პატიმარი როგორ არის დღეს? არ გრცხვენიათ? უტიფრობა - ეს არის ყველაზე ამაზრზენი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე მელაპარაკებოდეთ," - აცხადებს თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ობგაიძე.

 

დღის ამბები