09 მაისი 2024,   03:54
ვრცლად
"საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში" - ამ სახელწოდებით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა კვლევის შედეგები წარადგინა

"საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში" - ამ სახელწოდებით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა კვლევის შედეგები წარადგინა.

ანგარიში საქართველოს საგარეო ორიენტაციას, რუსეთ-უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენას და მოსალოდნელ საფრთხეებს შეეხება. კვლევისთვის მონაცემები სი არ არ სი საქართველომ გასული წლის აგვისტო-სექტემბერში შეაგროვა.

სულ ათას 523 ადამიანი გამოიკითხა. კვლევამ აჩვენა რომ საქართველოს მოქალაქეები ძლიერ პროდასავლურ ორიენტაციას ინარჩუნებენ- მოქალაქეების უმრავლესობას სურს, საკუთარი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრად იხილოს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამავდროულად რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიის გაზრდის მოლოდინი აქვთ. მოსახლეობას მიაჩნია, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს

დღის ამბები