09 მაისი 2024,   01:42
ვრცლად
ქუთაისის უნივერსიტეტში ევროკავშირის ჟან მონეს ზამთრის სკოლა- "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" გაიხსნა

ქუთაისის უნივერსიტეტში ევროკავშირის ჟან მონეს ზამთრის სკოლა- "ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის" გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში და ქუთაისის მერი დაესწრნენ. ზამთრის სკოლა 20-27 თებერვალს გაიმართება. სკოლისთვის მონაწილეები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ქუთაისის უნივერსიტეტის, "ევროპის უნივერსიტეტის" და სხვა უნივერსიტეტის, ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს, ასევე საქართველოს ნებისმიერი სკოლის დამამთავრებელი კლასის (XI-XII კლასი) მოსწავლეებს.

ზამთრის სკოლის მონაწილეებისთვის სესიებს ქუთაისის უნივერსიტეტის და შვედეთის გოტერბორგის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ.

დღის ამბები