28 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
ერთ წლიან ომს უკრაინაში თავისი ქართველი გმირები ჰყავს, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს

ერთ წლიან ომს უკრაინაში თავისი ქართველი გმირები ჰყავს, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ომის დაწყებიდან მალევე ფრონტზე ასობით ქართველი მებრძოლი წავიდა, მათი დიდი ნაწილი კი ამ დრომდე რუსეთ-უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებშია და აგრძელებენ ბრძოლას. ქართველი მებრძოლების ყველაზე დიდი რაოდენობა დონეცკსა და ლუჰანსკში დაიღუპა. საუბარია საქართველოს 36 მოქალაქეზე.

თუკი ავიღებთ პროცენტულ მაჩვენებლებს საქართველომ უკრაინის ომში ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი მსხვერპლი გაიღო ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ. საოკუპაციო ძალების დასამარცხებლად ქართველი მებრძოლები ამ წუთებშიც იბრძვიან, მათ შორის დონბასის აუღებელ ციხესიმაგრედ წოდებულ ბახმუტში.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინელი ლტოლვილები შეიფარა. ქვეყანამ 30 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი მიიღო, საომარ ქვეყანაში დარჩენილებს კი სახელმწიფომ 1000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა - უკრაინული მხარის მიერ მოთხოვნილი პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები. 

დღის ამბები