03 მაისი 2024,   15:04
ვრცლად
შემზარავი ფაქტი კახეთში - რას ამბობენ მრავლობითი დაზიანებით კლინიკაში შეყვანილი ორი წლის გოგონას ოჯახის წევრები

დაკავებული მამა და მრავლობითი დაზიანებით კლინიკაში შეყვანილი ორი წლის გოგონა - შემზარავი ფაქტი კახეთში. ბავშვზე ძალადობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს.

მომხდარის შესახებ პოლიციას ბებიამ აცნობა, რომელიც თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ მცირეწლოვანზე დედა ძალადობდა, თუმცა ის სხვა ვერსიაზეც საუბრობს და აღიარებს, რომ მცირეწლოვან შვილს მამამაც სცემა.

"დღისით სახლში არ არის, 11-12 საათზე მოდის სახლში და ეგ როგორ სცემდა? ფეჩთან იდგაო და რომ გამოვიყვანეო, შეშინების მიზნით ხელი დავარტყიო და ამაზე თუ დამიჭერენ, დამიჭირონო", - ამბობს ბებია.

კურიერმა დედის ძმა ჩაწერა, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი და უდანაშაულოა.

"გაშორებულები იყვნენ მშობლები, ჩემი და ამოვიდა აქ, ორი თვეა რაც წამოსულია. მისი მხრიდან არანაირი ძალადობა არ იყო, როგორც იქ ამბობდნენ. ბებიამ დაადანაშაულა ბავშვის დედა და მიაწოდა ისეთი ინფორმაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება," - ამბობს ბავშვის ბიძა.

დაკავებულ მამას კი სამი წლით პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები